ვარჯიშზე ფრენკი დე იონგის ტრავმით ბარსელონა სერიოზულად დაზარალდა.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს, რაც ჰანსი ფლიკს გეგმების გადახედვას აიძულებს.
დე იონგმა ვარჯიში ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო ვერ დაასრულა. ბარსელონა ამჟამად საჭირო გამოკვლევებს ატარებს, თუმცა Sport-ის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ საქმე კუნთის დაჭიმვას ეხება. კლუბი საბოლოო დასკვნამდე მისასვლელად ტესტების შედეგებს ელოდება.
პროგნოზის მიხედვით, მცირე კუნთის დაზიანების შემთხვევაში დე იონგი სამიდან ოთხ კვირამდე ვერ შეძლებს თამაშს. ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ის მოედანს მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პაუზამდე ბოლო ერთ-ორ მატჩში ითამაშოს.
მან მინიმუმ ხუთი მატჩი უნდა გამოტოვოს: ვილიარეალთან (სახლში), ატლეტიკოსთან (სახლში), ატლეტიკთან (გასვლაზე), ნიუკასლთან ან პარი სენ-ჟერმენთან (გასვლაზე) და სევილიასთან (სახლში).
დე იონგს ასევე შეიძლება გაუცდეს ნიუკასლის ან პსჟ-ს წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაც საკუთარ მოედანზე, ასევე პაუზამდე ბოლო მატჩი რაიოსთან სახლში, რაც ჯამში შვიდ გამოტოვებულ შეხვედრას ნიშნავს.