მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა.
შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა და თურქების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
თამაში ჩვენი ნაკრებისთვის მაქსიმალურად ცუდად დაიწყო, შეხვედრის მე-3 წუთზე გიულერის მოწოდებული კუთხურიდან მულდურმა შეძლო მამარდაშვილის კარის აღება.
52-ე წუთისთვის აკტურკოღლუმ დუბლი შეასრულა და საქართველოს მდგომარეობა მაქსიმალურად დაამძიმა - 0:3.
63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა თავისივე აქტიურობის შედეგად შეძლო ერთი ბურთის გაქვეთა და ინტრიგის გაცოცხლება. 71-ე წუთზე ილმაზი ქოჩორაშვილზე უხეშობისთვის გააძევეს და თურქები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა საქართველომ რიცხობრივი უპირატესობა დიდად ვერ გამოიყენა.
90+8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს მეორე გოლი შეაგდო, რამაც სიტუაცია მაქსიმალურად გააძაფრა - დარჩენილ წუთებში გოლის გატანის კიდევ ერთი შანსი მოგვეცა, თუმცა თურქეთის კარი მეკარემ იხსნა.
საბოლოოდ თურქებმა 3:2 მოიგეს და საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყეს.
შემდეგ თამაშს ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.