ტოტენჰემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, დაადასტურა, რომ მზად არის გუნდს ჩემპიონშიპში გავარდნის შემთხვევაშიც უხელმძღვანელოს.
ამჟამად ლონდონელები პრემიერლიგაში 30 ქულით მე-17 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ.
„მე მჯერა ამ მოთამაშეების. უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ და რა რესურსი გვაქვს — ჩვენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. უნდა ვიმუშაოთ და მათ თვისებებს ვენდოთ, მათ კი უნდა აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ და რასაც მიჩვეულები არიან.
გაბედულად უნდა ვითამაშოთ. ეს გამოწვევა იმიტომ მივიღე, რომ ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ. ტოტენჰემის ისტორიას ძალიან მკაფიო სათამაშო სტილი აქვს.
ახლა ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიაზე საუბრის დრო არ არის. აქ სეზონის ბოლოს იმიტომ მოვედი, რომ მატჩები უნდა მოვიგოთ. ტაქტიკა და სტილი მნიშვნელოვანია, მაგრამ მენტალიტეტიც გადამწყვეტია — მინდა დავეხმარო ბიჭებს საუკეთესო განწყობის მიღწევაში.
მე ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, რადგან ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ტოტენჰემის მწვრთნელი მომავალ სეზონშიც ვიქნები, მიუხედავად იმისა, რა მოხდება.“