ენცო ფერნანდესი ჩელსის მომდევნო ორ თამაშს გამოტოვებს, რადგან ლიამ როსენიორის განცხადებით, კლუბში მის მომავალთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარებით წითელი ხაზი გადაკვეთა.
გასულ თვეში ჩელსის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ფერნანდესმა ESPN-ს განუცხადა, რომ არ იცოდა, დარჩებოდა თუ არა გუნდში მომავალ სეზონში.
25 წლის არგენტინელი ჩელსის 2023 წლის იანვარში, ბრიტანული რეკორდის, 107 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და 161 მატჩი ჩაატარა.
როსენიორმა განაცხადა, რომ ნახევარმცველი შაბათს, პორტ ვეილთან გასამართ FA თასის მეოთხედფინალურ მატჩსა და 12 აპრილს, მანჩესტერ სიტისთან პრემიერ ლიგის მატჩში ვერ ითამაშებს.
მწვრთნელის კომენტარი მომხდარზე:
მასზე ცუდი არ მაქვს სათქმელი, მაგრამ ჩვენი კულტურისა და იმის გათვალისწინებით, თუ რისი აშენება გვსურს, წითელი ხაზი გადაიკვეთა. როგორც ადამიანსა და მოთამაშეს, უდიდეს პატივს ვცემ. ის იმედგაცრუებულია, რადგან ჩვენი წარმატება სურს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს მხოლოდ ჩემზე ან სპორტულ დირექტორებზე არ არის დამოკიდებული. მფლობელები, მოთამაშეები, ჩვენ გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. ენცოსთვის კარი არ დაკეტილა. ეს სანქციაა.