ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა გაამხილა, თუ როგორ დაეხმარა დედამისი, დენიზი, ნორვეგიასთან მატჩში ნერვების მოთოკვასა და ყვითელი ბარათის არიდებაში.
ჯუდი შეხვედრას დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ შეხვდა, კიდევ ერთი გაფრთხილება და ის მესის არგენტინასთან მუნდიალის ნახევარფინალს გამოტოვებდა.
მატჩის შემდეგ ბელინგემმა აღიარა, რომ მთელი კვირა დედის მითითებებს უსმენდა:
დედა მთელი კვირა მიმეორებდა, რომ კონტროლი არ დამეკარგა, მემართა ემოციები, სახის გამომეტყველება და ვუფრთხილებოდი ვარდნებს. ეს აზრი თავში კარგად ჩამიჭედა. მოედანზე ბალანსის პოვნა ყოველთვის ადვილია, როცა მსაჯიც გისმენს და პატივისცემით გეკონტაქტება. მოხარული ვარ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა
ნორვეგიასთან შესრულებული დუბლით ბელინგემს ტურნირზე უკვე 6 გოლი დაუგროვდა. ის ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს გაუტოლდა და ლიდერებს - მესისა და მბაპეს მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება.
ბელინგემმა მწვრთნელის, თომას ტუხელის კრიტიკასაც უპასუხა, რომელმაც ინგლისის თამაშს „უხეირო“ უწოდა:
შეიძლება მან არც იცის, რას ნიშნავს ასეთ სიცხეში ჰოლანდის, ოდეგორისა და ნუსას წინააღმდეგ თამაში. ყოველთვის ლამაზად და ათასი პასით ვერ მოიგებ, ხანდახან ხასიათის ჩვენება და ბინძური გამარჯვებაა საჭირო
ინგლისი ახლა არგენტინასთან მატჩისთვის ემზადება, რაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და ისტორიული დუელია.