ლივერპულის ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა The Telegraph-ის თავის სვეტში ჯუდი ბელინგემის ფენომენალურ თამაშსა და მენტალიტეტზე ისაუბრა:
„ყოველთვის ვიცოდით, რომ ბელინგემი მსოფლიო დონისაა, მაგრამ ახლა იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმოგვედგინა. დიდ ფეხბურთში გამოჩენის დღიდან მას სტივენ ჯერარდს ადარებენ, რომელსაც მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერი შეეძლო. თუმცა, ჩემს ყოფილ კაპიტანს ნაკრებში თამაშისას აკლდა ის უდიდესი თავდაჯერებულობა, რაც ჯუდს აქვს.
ბელინგემმა რეალის მაისური თუ ნაკრები ისე მოირგო, თითქოს ყველას ეუბნება: „აქ მთავარი მე ვარ“. ზოგი ამას მინუსად უთვლის, მაგრამ უდიდეს სცენაზე მოსაგებად სწორედ ეს ელიტური მენტალიტეტია საჭირო.
ნახევარფინალში თუ ფინალში, როდესაც ის ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ხელს ჩამოართმევს, მათ თვალებში რიდითა და მოკრძალებით კი არ ჩახედავს, არამედ იმ აბსოლუტური რწმენით, რომ ორივეს დამარცხება შეუძლია“, - წერს კარაგერი.