არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი შვეიცარიასთან მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული მეოთხედფინალის დროს მთავარ არბიტრ ჟოაო პედრო პინეირუს დაუპირისპირდა.
კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც ინტერ მაიამის ვარსკვლავი პორტუგალიელი მსაჯისგან პატივისცემას მოითხოვდა.
ინციდენტი საჯარიმო დარტყმის დროს, ცოცხალი კედლის მოწყობისას მოხდა. მესიმ ჩათვალა, რომ არბიტრი ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად აგრესიულად იქცეოდა. ტელეეკრანებიდან ტუჩების წამკითხველთა დახმარებით გაირკვა, თუ რა უთხრა 8 ოქროს ბურთის მფლობელმა მსაჯს: „ნორმალურად მელაპარაკე. პატივი მეცი. ნორმალურად დამელაპარაკე, მე შენ ზრდილობიანად მოგმართე“.
38 წლის პინეირუ ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ელიტურ არბიტრად ითვლება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის მატჩები აქვს ნამსაჯები, თუმცა მუნდიალის პლეი-ოფში მესის ხასიათთან გამკლავება მისთვისაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა.
თავად მატჩი ნამდვილი როლერკოსტერი გამოდგა და ლიონელ სკალონის გუნდის გამარჯვებით, 3:1 (ექსტრა-ტაიმში) დასრულდა. ხულიან ალვარესისა და ლაუტარო მარტინესის გოლებმა მოქმედ ჩემპიონებს ნახევარფინალის საგზური მოუტანეს. 1
962 წლის ბრაზილიის შემდეგ არგენტინა პირველი გუნდია, რომელიც ზედიზედ მეორე მუნდიალის მოგებას უმიზნებს, ოთხშაბათს კი მათ წინ ნამდვილი ბლოკბასტერი, ინგლისის ნაკრებთან მატჩი ელით.