რომა ოფიციალურად ადასტურებს, რომ პაულო დიბალამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
არგენტინელი ვარსკვლავი იტალიურ გუნდში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
კლუბის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან ამ შეთანხმებით, რადგან 2022 წლიდან მოყოლებული, დიბალა კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ქომაგების რჩეული ფეხბურთელი გახდა.
139 ჩატარებულ შეხვედრაში მან 45 გოლი გაიტანა და გუნდისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ გადამწყვეტი როლი ითამაშა.