პაულო დიბალა იტალიის დედაქალაქში რჩება.
რომამ არგენტინელი შემტევის გუნდში დარჩენა ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა მხარეები ხელფასის შემცირებით ერთწლიან გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
დიბალა რომში დასარჩენად და ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ხელფასის 60%-იან შემცირებას დათანხმდა, აქამდე მისი წლიური ხელფასი 6.5 მილიონი ევრო + ბონუსები იყო, ახალი ხელშეკრულებით კი ის 2.5 მილიონ ევროს + ბონუსებს მიიღებს.
არგენტინელს საუდის არაბეთიდან ჰქონდა სარფიანი შემოთავაზებები, თუმცა მან ფეხბურთის სიყვარული და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არჩია, ისევე, როგორც წინა ზაფხულს.
32 წლის შემტევი, რომელიც არგენტინის სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩა, რომაში 2022 წელს იუვენტუსიდან უფასოდ გადავიდა და კლუბის მაისურით 140 ჩატარებულ მატჩში 45 გოლი და 30 საგოლე გადაცემა მიითვალა.