ეკო გორგოძემ US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და ძირითად ბადეში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
ქართველ ჩოგბურთელს აქამდე კარიერაში დიდი სლემის ორი ტურნირის ძირითად ბადეში უთამაშია - 2021 წლის როლან გაროსსა და 2022 წლის უიმბლდონზე.
როლან გაროსის მთავარ ბადეში იგი დანიელ კლარა ტაუსონს შეხვდა და 4:6; 2:6 დამარცხდა. ასევე ორ სეტში წააგო უიმბლდონზე რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან - 4:6; 1:6.
შესაბამისად, ეკოს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ჯერჯერობით მატჩი მოგებული არ აქვს და, იმედია, ეს ტენდენცია მიმდინარე US Open-ისას შეიცვლება.
უშუალოდ US Open-ზე ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა 2018 წელს, როცა საკვალიფიკაციოს პირველ წრეში მოიგო, შემდეგ კი კანადელ ვარსკვლავ ეჟენი ბუშართან დამარცხდა.
გორგოძე WTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 161-ე პოზიციაზეა, კარიერის საუკეთესო შედეგი 108-ე ადგილია (2022 წლის მაისში).
VIDEO: ბოლქვაძეს ავსტრალიელმა მსაჯმა მადლობა ქართულად გადაუხადა