ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე რაუნდში დაასრულა.
ქართველი ჩოგბურთელი ურეიტინგო სამხრეთ კორეელ სეონ ჰონთან ორსეტიან შეხვედრაში დამარცხდა - 3:6; 6:7.
შედეგად, ჰონი ძირითად ბადეში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს, ბასილაშვილი კი US Open-ის მთავარ ეტაპზე ვერც წელს ითამაშებს - 2022 წლის შემდეგ მონაწილეობა აღარ მიუღია.
ნიკას ამერიკის ღია პირველობაზე საუკეთესო შედეგი ჰქონდა 2018 წელს, როცა მე-4 რაუნდში (1/8 ფინალში) გავიდა და იქ რაფაელ ნადალთან 4 სეტში დამარცხდა - 3:6; 3:6; 7:6; 4:6.
წლევანდელ US Open-ზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებენ მარიამ ბოლქვაძე და ეკო გორგოძე - საკვალიფიკაციოს საწყისი მატჩი მოიგეს და მეორე ეტაპის თამაშებს დღეს ჩაატარებენ.
ბოლქვაძემ US Open-ის კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე რუსს მოუგო
გორგოძემ ხასიათი აჩვენა - US Open-ის საკვალიფიკაციო გამარჯვებით გახსნა