VIDEO: ბოლქვაძეს ავსტრალიელმა მსაჯმა მადლობა ქართულად გადაუხადა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარიამ ბოლქვაძემ დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად 2019 წლის US Open-ზე ითამაშა.
ქართველმა მაშინ საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე წრე გაიარა, მთავარი ბადის პირველ წრეში ადგილობრივ მეტოქეს მოუგო, შემდეგ კი მსოფლიოს მაშინდელ მე-3 ჩოგანსა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ჩეხ კაროლინა პლიშკოვას შეხვდა.
მატჩი ჩეხმა მოთამაშემ ორ სეტში - 6:1; 6:4 მოიგო. დასრულებისას კი ავსტრალიელმა მსაჯმა, ჯონ ბლომმა მარიამს, ტრადიციული ხელის ჩამორთმევისას, მადლობა ქართულად გადაუხადა - მისი თამაშისა და პერსონისადმი პატივისცემა ასე გამოხატა. აქვეა ვიდეოც.