იან დიომანდემ მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო.
ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ყოფილ გუნდ ლაიფციგს მადლობა გადაუხადა:
უნდა ითქვას, რომ წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ლაიფციგის. კლუბმა და მისმა ხელმძღვანელობამ ჩემი იწამეს მაშინაც კი, როცა იმ მომენტისთვის მხოლოდ რამდენიმე პროფესიული მატჩი მქონდა ჩატარებული. მათ ნდობა გამომიცხადეს და უმაღლეს დონეზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს.
გასულ ზაფხულს ლაიფციგმა ვინგერი ლეგანესიდან 20 მილიონ ევროდ შეიძინა, ის კი 2025/26 წლების სეზონის ბუნდესლიგის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა.
დიომანდემ დასძინა:
შევძელი დამკვიდრება ევროპის ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში, ადგილი მაქვს კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ნაკრებში და ჩემი ქვეყანა მთავარ სცენაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოვადგინე. ლაიფციგის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა და ამისთვის სამუდამოდ მადლიერი ვიქნები.
ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით დიომანდემ აღფრთოვანება ვერ დამალა:
მადრიდის რეალში გადასვლა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა. მადლობელი ვარ ლაიფციგის ხელმძღვანელობის, რომ მიუხედავად ჩემი მოქმედი კონტრაქტისა, ეს ნაბიჯი შესაძლებებელი გახადეს.
მან გულშემატკივრებსაც მიმართა:
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის დასაწყისიდანვე. თქვენი ვნება, რწმენა და წახალისება იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე სიტყვებით გადმოცემა შეიძლება. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ სიყვარულისთვის, რომელიც მაჩვენეთ. დღეს ახალი თავი იწყება.