დუდუ დადიანის რიგით 25-ე მემორიალის გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი კსუ-კავკასია გახდა.
ფინალურ შეხვედრაში ბექა წივწივაძის შეგირდებმა ტურნირის წინა ორი გათამაშების გამარჯვებული თელავი ანგარიშით 102:82 დაამარცხეს და ისტორიაში ეს ტიტული მეორედ მოიპოვეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) კსუ-ს უკანახაზელი სანდრო სანაძე დასახელდა, რომელმაც ფინალურ მატჩში გუნდს 19 ქულა და 8 საგოლე პასი შესძინა.
ტურნირის ისტორიაში პირველად, მე-3 ადგილისთვის მატჩიც გაიმართა, სადაც მასპინძელმა რუსთავმა ახალციხე 97:70 დაამარცხა.