იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები
ქართულიქართული
UFCUFC

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

24 ოქტომბერს, აბუ დაბიში UFC 333-ზე მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია შედგება.


მანამდე გავიხსენოთ წარსული და კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ მრავალი ლეგენდარული ტრილოგიიდან რამდენიმეს, რომლებმაც UFC-ის ოქტაგონში დაუვიწყარი ისტორია შექმნეს.


ჩაკ ლიდელი vs რენდი კუტური


UFC-ის დიდების დარბაზის წევრები, ჩაკ ლიდელი და რენდი კუტური, პირველად ერთმანეთს 2003 წლის 6 ივნისს, UFC 43-ზე, ქვემძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდნენ.


ამ შეხვედრაში გადამწყვეტი კუტურის მუდმივი ზეწოლა და ჭიდაობის უნარები აღმოჩნდა.


მან მეტოქის პარტერში გადაყვანის 5 მცდელობიდან 4 წარმატებით შეასრულა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მე-3 რაუნდის დაწყებიდან 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში განხორციელდა.


კუტურმა დომინანტური პოზიცია მოიპოვა და მეტოქეს ძლიერი დარტყმები დაუშინა, რის შემდეგაც მსაჯი იძულებული გახდა, ბრძოლა შეეწყვიტა.


შედეგად, კუტურმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და ქვემძიმე წონის დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.


მეორედ ისინი UFC 52-ზე შეხვდნენ. ამჯერად კუტური ქვემძიმე წონის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა, რადგან ვიტორ ბელფორტთან განმეორებით ბრძოლაში ტიტული დაბრუნებული ჰქონდა.


თუმცა ქამარმა მფლობელი კვლავ შეიცვალა, პირველი რაუნდის დაწყებიდან დაახლოებით 2 წუთში ლიდელმა მარჯვენა ხელით ძლიერი დარტყმა განახორციელა, ჩემპიონი ნოკაუტში ჩააგდო და ტიტულს დაეუფლა. ეს ფინიში 2005 წლის საუკეთესო ნოკაუტად დასახელდა.


მათი ტრილოგია UFC 57-ზე დასრულდა. ლიდელი კვლავ ჩემპიონი იყო და ტიტულის მეორედ დაცვას ცდილობდა.


მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად გამარჯვების მოსაპოვებლად მეტი დრო დასჭირდა, მან კუტური ისეთივე შთამბეჭდავი ნოკაუტით დაამარცხა, როგორც წინა შეხვედრაში და მეტოქეობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.



ჟორჟ სენ-პიერი vs მეტ ჰიუზი


UFC-ის დიდების დარბაზის კიდევ ორი წევრი, ჟორჟ სენ-პიერი და მეტ ჰიუზი, ოქტაგონში ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ.


2004 წლის იანვარში ბი ჯეი პენთან ტიტულის დაკარგვის შემდეგ, ჰიუზს იმავე წლის ოქტომბერში, UFC 50-ზე, სენ-პიერთან შეხვედრაში საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.


ჰიუზი ამ ბრძოლას გამოცდილი ვეტერანისა და ყოფილი ჩემპიონის სტატუსით შეხვდა. მის ანგარიშზე შთამბეჭდავი 37 გამარჯვება და მხოლოდ 4 მარცხი იყო.


ამის საპირისპიროდ, დაუმარცხებელ სენ-პიერს პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლებში სულ 7 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.


პირველი რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჰიუზმა ზედა პოზიციიდან ეფექტურად გადაინაცვლა და მეტოქეს ხელზე მტკივნეული ილეთი (არმბარი) გაუკეთა.


სენ-პიერი იძულებული გახდა, რაუნდის დასრულებამდე 1 წამით ადრე დანებებულიყო. შედეგად, ჰიუზმა ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.


ჰიუზთან პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხის შემდეგ კანადელმა ზედიზედ 5 ბრძოლა მოიგო და 2006 წელს, UFC 65-ის მთავარ შეხვედრაში, ჩემპიონთან რევანშის შესაძლებლობა მიიღო.


მეორე რაუნდის დაწყებიდან 1 წუთზე ოდნავ მეტ დროში სენ-პიერმა მეტოქეს თავში ზუსტი დარტყმა მიაყენა ფეხით, რის შედეგადაც ჰიუზი ძირს დაეცა.


კანადელმა მას იდაყვებით რამდენიმე დარტყმაც დაამატა, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა. ამ გამარჯვებით სენ-პიერი კარიერაში პირველად გახდა UFC-ის ჩემპიონი.


მესამედ და უკანასკნელად ისინი 2007 წელს, UFC 79-ზე, ქვესაშუალო წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვდნენ ერთმანეთს.


სენ-პიერმა ტრილოგია ზუსტად იმ მეთოდით დაასრულა, რომლითაც ჰიუზმა დაიწყო, მეტოქე არმბარით დაამარცხა.


ეს გამარჯვება კანადელისთვის ზედიზედ 13 მოგებისგან შემდგარი სერიის მეორე შეხვედრა აღმოჩნდა. სენ-პიერმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.



სტიპე მიოჩიჩი vs დანიელ კორმიე


ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტულის მესამედ წარმატებით დაცვის შემდეგ UFC-ის დიდების დარბაზის წევრმა დანიელ კორმიემ მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც UFC 226-ზე მოქმედ ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩს დაუპირისპირდა.


კორმიეს ისტორიის დასაწერად დიდი დრო არ დასჭირვებია. მან პირველივე რაუნდში მარჯვენა ხელის მოკლე დარტყმით მიოჩიჩი ნოკაუტში ჩააგდო და UFC-ის ისტორიაში მე-2 მებრძოლი გახდა იმ 4 სპორტსმენს შორის, რომლებმაც ერთდროულად ორი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს.


1 წლის შემდეგ, UFC 241-ზე გამართულ განმეორებით შეხვედრაში, მიოჩიჩმა რევანში აიღო.


მე-4 რაუნდის მიწურულს მან კორმიეს ძლიერი დარტყმების სერია მიაყენა, ბრძოლა ნაადრევად დაასრულა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.


მათი დაპირისპირება მომდევნო ზაფხულს საბოლოოდ გადაწყდა. 5-რაუნდიან დაძაბულ ბრძოლაში მიოჩიჩმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ტრილოგიაში უპირატესობა მოიპოვა.


ამ შეხვედრამ კორმიეს ბრწყინვალე კარიერის დასასრულიც აღნიშნა, ლეგენდარულმა მებრძოლმა ოქტაგონი საბოლოოდ დატოვა.



დასტინ პორიე vs კონორ მაკგრეგორი


ლეგენდარულ ტრილოგიებზე საუბარი შეუძლებელია დასტინ პორიესა და UFC-ის სუპერვარსკვლავ კონორ მაკგრეგორის 7-წლიანი, სამბრძოლიანი დაპირისპირების გახსენების გარეშე.


მათი მეტოქეობა 2014 წლის სექტემბერში, UFC 178-ზე დაიწყო. იმ დროისთვის ეს მაკგრეგორის ახალგაზრდა კარიერაში, ქვემსუბუქ წონაში, ყველაზე სერიოზული გამოცდა იყო, რომელიც ირლანდიელმა შესანიშნავად ჩააბარა, მან პორიე პირველივე რაუნდის დაწყებიდან 2 წუთზე ნაკლებ დროში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.


ამის შემდეგ მებრძოლები თითქმის 7 წლის განმავლობაში სხვადასხვა გზით წავიდნენ, სანამ 2021 წელს, აბუ დაბიში გამართულ UFC 257-ზე, ერთმანეთს კვლავ არ შეხვდნენ.


პორიემ მთელი მსოფლიო გააოცა და პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც მაკგრეგორი დარტყმებით ნაადრევად დაამარცხა.


იმ მომენტისთვის ჩანდა, რომ მათ შორის დაძაბულობა განელებული იყო. ორივე მებრძოლი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა როგორც ბრძოლის წინ, ისე მისი დასრულების შემდეგ.


თუმცა ყველაფერი 6 თვის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ისინი UFC 264-ზე, ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ტრილოგიის დასასრულებლად, მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.


პირველი რაუნდი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა დრამატულად დასრულდა. რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მაკგრეგორმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც ექიმის გადაწყვეტილებით ბრძოლა შეწყდა და პორიეს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩაეთვალა.


მიუხედავად იმისა, რომ ტრილოგია პორიეს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, ბრძოლის შემდეგ მაკგრეგორმა მიკროფონი აიღო და ოქტაგონში თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ინტერვიუ ჩაწერა.


ირლანდიელის განცხადებებმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს პორიესთან მისი დაპირისპირება ჯერ კიდევ შორს იყო დასრულებისგან.



მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი


როდესაც UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი პიოტრ იანი და ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი შაბათს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს მათი მე-3 შეხვედრა იქნება.


ამით UFC-ის ისტორიაში მე-20 ტრილოგია დასრულდება.


ამავე საღამოს მთავარი ბრძოლის მონაწილეები, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დაუმარცხებელი პრეტენდენტი მოვსარ ევლოევი, ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.


თუმცა ვოლკანოვსკის UFC-ის ტრილოგიაში მონაწილეობის გამოცდილება უკვე აქვს. რამდენიმე წლის წინ მისი სამბრძოლიანი დაპირისპირება მაქს ჰოლოუეისთან სრულიად განსხვავებული სცენარით განვითარდა იმისგან, რასაც UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში ვიხილავთ. ავსტრალიელმა ჰოლოუეის სამივე ბრძოლა მოუგო.


ზოგიერთ ტრილოგიაში ბრძოლებს საჩემპიონო მნიშვნელობა ჰქონდა, სხვებს კი მხოლოდ მებრძოლებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირება და პირადი მტრობა განაპირობებდა, რაც ამ შეხვედრებს არანაკლებ მნიშვნელოვანს ხდიდა.


სწორედ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება განსაკუთრებული მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიაც, რომელიც სუპერმსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლს გაარკვევს.


ქართველისა და რუსის პირველი ბრძოლა დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ბრძოლა იანმა მოიგო, ტრილოგიის გამარჯვებულს კი 24 ოქტომბერს გავიგებთ.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კონორ მაკგრეგორი
მერაბ დვალიშვილი
MMA
პიოტრ იანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 რეკორდი და კანადური ტრიუმფი UFC-ში - რა მოხდა ედმონტონში?

•UFC

UFC

2 რეკორდი და კანადური ტრიუმფი UFC-ში - რა მოხდა ედმონტონში?
•UFC

UFC

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?

•UFC

UFC

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?
•UFC

UFC

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს

•ქართული

ქართული

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს
•ქართული

ქართული

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"

•ქართული

ქართული

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"
•ქართული

ქართული

News image

18 ოქტ, 2026

2 რეკორდი და კანადური ტრიუმფი UFC-ში - რა მოხდა ედმონტონში?

News image

18 ოქტ, 2026

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?

News image

10 სთ წინ

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს

News image

10 სთ წინ

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება