საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე, საქართველოს სახელით ასპარეზობის მნიშვნელობასა და მერაბ დვალიშვილზე საუბრობს.
,,მე საქართველოს ნაკრებმა გამომიყვანა ჩემი ქვეყნის სახელით. ძალიან დიდი ემოციაა საქართველოს სახელით როცა გამოდიხარ, საქართველოს კვართი გაცვია, საქართველოს დროშა გაქვს მოკიდებული.
ჩემი აზრით, თითოეული ქართველის ნატვრა არის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიეცეს იმის საშუალება, რომ გამოვიდეს საქართველოს სახელით.
სპორტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოს სახელი გავიტანოთ მსოფლიო ასპარეზზე.
მერაბს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ერთი რაღაც მინდა იცოდეს მერაბმა: მერაბი მოიგებს თუ წააგებს და მოუგია თუ წაუგია, ყოველთვის მის გვერდით ვართ.
ჩვენთვის ის არის ნამდვილი პატრიოტი ქართველი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელი გაიტანა მსოფლიო ასპარეზზე და მინდა იცოდეს, რომ მთელი საქართველო დგას მის ზურგს უკან და ვაძლიერებთ.
მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო და მთელი საქართველო ვართ მასთან." - ამბობს ლეგენდარული მორაგბე.
24 ოქტომბერს, მერაბ დვალიშვილი აბუ დაბიში სუპერმსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ქამრის დაბრუნებას შეეცდება.
რას ნიშნავს მერაბ დვალიშვილისთვის საქართველოს სახელით ასპარეზობა?