იბერია 1999-ის ფეხბურთელმა ამირან ძაგანიამ სპაერთან მატჩის შემდეგ შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ძაგანიამ განაცხადა:
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა, ორივე გუნდს სურდა მოგება, მაგრამ დაფიქსირდა ფრე. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ნაკლებად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ, იყო მომენტები, როცა შეგვეძლო წინ გასვლა, მოგება, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ დაფიქსირდა ფრე. ბედნიერი ვარ კიდევ ერთი გოლის გატანა რომ მოვახერხე და შევეცდები, რომ კიდევ ბევრი გავიტანო იბერიასთვის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ბომბარდირობისთვის ბრძოლასა და ანდრიჩთან ორგოლიან სხვაობას ეხებოდა, ძაგანიამ აღნიშნა:
ძალიან ბედნიერი ვიქნები, თავდამსხმელისთვის ბევრს ნიშნავს ბომბარდირობა, მაგრამ მთავარი გუნდური თამაშია. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლს, ვინ გახდება ბომბარდირი, ჩვენთვის მთავარია მნიშვნელოვანი თამაშები მოვიგოთ და ჩემპიონები გავხდეთ.
კითხვაზე, არის თუ არა უცხოეთიდან ინტერესი, ფეხბურთელმა განაცხადა:
წინასწარ არ ვიცი, ჯერჯერობით იბერიაში ვარ, იბერიას გერბით ვთამაშობ და ყველაფერს ვაკეთებ იბერიისთვის.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.