იბერია 1999-ის ფეხბურთელმა ნიკა სიხარულაშვილმა სპაერთან მატჩის შემდეგ კლუბის მიზნებზე ისაუბრა.
ფეხბურთელმა სპაერთან მატჩი შეაფასა:
ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. სპაერმა კარგად ითამაშა, ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მომენტების რეალიზება დაგვაკლდა, რამაც საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ლოგიკური შედეგი დააფიქსირა. ახლა გადავერთვებით უკვე შემდეგ თამაშებზე და გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
აჭარაბეთ არენას ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად დაეხმარება იბერიას წინა სეზონების გამოცდილება საჩემპიონო ბრძოლაში, სიხარულაშვილმა აღნიშნა:
რა თქმა უნდა, საჩემპიონო გზა ყოველთვის ძალიან რთულია და ამ გუნდს აქვს გამოცდილება, რომ როგორი შანსებიც არ უნდა იყოს, სასურველ შედეგს მიაღწიოს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსი და პოტენციალი გვაქვს იმის, რომ ჩემპიონები გავხდეთ.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.