"ძალიან რთული რამდენიმე დღე გამოვიარე" - ჰაკიმიმ ფინალის შემდეგ პირველი პოსტი გაავრცელა
23 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაროკოს ნაკრების კაპიტანმა, აშრაფ ჰაკიმიმ, აფრიკის თასის ფინალში სენეგალთან დრამატული მარცხის შემდეგ, პირველი განცხადება გაავრცელა.
"ძალიან რთული რამდენიმე დღე გამოვიარე. ვცდილობდი, გამეაზრებინა ის, რაც მოხდა და საკუთარი გულისთვის კარგად მომესმინა.
ერთად ცხოვრების, ერთიანობის, დისციპლინისა და მუდმივი ძალისხმევის 35 დღე გამოვიარეთ. დღეს მაროკოს ნაკრები არის უფრო ძლიერი, უფრო გამოცდილი, უფრო პატივსაცემი, რადგან მსოფლიოს აჩვენებს, თუ რამდენად საფეხბურთო ერი ვართ.
მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ასეთი შესანიშნავი ტურნირი დააორგანიზა. ცალკე მადლობა გულშემატკივარს, რომლებიც ყველა მატჩში, ყველა წუთს, ყველა ემოციით ჩვენს გვერდით იყვნენ - ეს გვაძლიერებდა, როცა ფეხები მძიმე და გული ტკივილით სავსე იყო", - წერს ჰაკიმი.
მაროკოსა და სენეგალის ფინალურ შეხვედრაში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ბრაიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა, სენეგალელებმა კი გამარჯვების გოლი დამატებულ ტაიმში შეაგდეს და კონტინენტის ჩემპიონები ისტორიაში მეორედ გახდნენ.
უშუალოდ მაროკოს ნაკრებმა აფრიკის თასის ფინალში ისტორიაში მესამედ ითამაშა და მეორედ დამარცხდა - ჩემპიონები 1976 წელს გახდნენ, 2004-ში კი ტუნისთან ფინალი დათმეს.