ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის დაძაბულობა გრძელდება.
ბრიტანელმა მსუბუქწონოსანმა All Out Fighting-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე ძველი შემართებით ვეღარ დაბრუნდება. პიმბლეტის თქმით, თოფურიას მთელი აურა დაუმარცხებლობაზე იყო აგებული.
ბრიტანელი აღნიშნავს, რომ მან თავისი პირველი ბრძოლა 18 წლის ასაკში წააგო, რამაც გააძლიერა, ილია კი 27 წლამდე დაუმარცხებელი იყო და ეს წაგება მის ფსიქიკაზე სერიოზულად იმოქმედებს.
მას პატივს ვცემ, კარგი მებრძოლია, მაგრამ ჩემნაირთან არასდროს უჩხუბია. მასზე ბევრად დიდი ვარ და ხელების შლითაც ვჯობნი - ამას მაშინ დავამტკიცებ, როცა ნაწილებად დავშლი
ის ასევე დასძენს, რომ გული სწყდება, რადგან ილიას წაუგებელი სერია თავად ვერ შეწყვიტა, თუმცა პირობას დებს, რომ სწორედ ის აიძულებს თოფურიას ქვემსუბუქ წონაში დაბრუნებას.
ილია თოფურიას დაბრუნება 2027 წლის ზამთარში იგეგმება, პოტენციურ მეტოქედ კი პიმბლეტთან ერთად, ჯასტინ გეიჯისთან რევანშიც განიხილება.