ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდების ჩემპიონატის მოთამაშეთა რეიტინგში პირველ ადგილზეა.
ამას ანალიტიკური ვებგვერდი Sofascore წერს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბოლო ტურში ვილემის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა მიითვალა და ექსელსიორის გასვლით გამარჯვებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა, რისთვისაც Sofascore-ისგან უმაღლესი, 9.8 ქულა დაიმსახურა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 მატჩში ეგოიანის აქტივში უკვე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ხოლო მისი საშუალო შეფასება 8.55 ქულას შეადგენს, რაც მთელი ნიდერლანდების ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო შედეგია.
გარდა ამისა, ავტორიტეტულმა პორტალმა Whoscored-მაც ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე თამაშის გამო ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
VIDEO: იეგოიანის ლამაზი გოლი - ქართველი ნიდერლანდებში შეუჩერებელია