ნიდერლანდების ერედივიზიის მე-3 ტურის გადადებულ მატჩში ნაიმეგენმა საკუთარ მოედანზე ექსელსიორს უმასპინძლა.
სტუმართა სასტარტო შეამდგენლობაში იყო ირაკლი იეგოიანი, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა და მორიგი საგოლე მოქმედება მიითვალა.
43-ე წუთზე ქართველმა საგოლე პასი დევიდ გარდენს გაუკეთა და ანგარიში 1-1 გახდა, მატჩი კი საბოლოოდ 2-2 დასრულდა.
ერედივიზიის მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.