საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ექსელსიორის 22 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი ნიდერლანდურ ერედივიზიონში ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე უკვე 7 შედეგიანი მოქმედებაა (2 გოლი და 5 საგოლე პასი), რითაც ის ლიგის საუკეთესო ასისტენტია.
ცნობილმა ნიდერლანდელმა ექსპერტმა და ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო ბენმა ESPN-ის ეთერში განაცხადა:
ჩემი აზრით, ფეხბურთელი, რომელიც სერიოზული კარიერული ნახტომისთვის ყველა სათანადო ღირსებას ფლობს, სწორედ ის არის. მას ყველაფერი აქვს: ბრწყინვალე დრიბლინგი, დიდებული ტექნიკა, გოლის გატანის უნარი… იეგოიანი კარგი შენაძენი იქნება ფეიენოორდისთვის.