ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიონის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი შვიდი ტური შეაჯამა და ყურადღება როტერდამულ ექსელსიორზე შეაჩერა, საიდანაც ქართველი ნახევარმცველი, ირაკლი ეგოიანი გამოარჩია.
როგორც ერედივიზიონის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ალკმაარის გარდა, მოულოდნელად მაღალ პოზიციებზე ფორტუნა სიტარდი და ექსელსიორიც იმყოფებიან. როტერდამული კლუბი 11 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს, მსგავსი შედეგი კი საწყის 7 ტურში კლუბს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2023/24 წლების სეზონში ჰქონდა.
ამასთან, ექსელსიორი ჩემპიონატში საუკეთესო შედეგიანობით გამოირჩევა და მეტოქის კარისკენ განხორციელებული დარტყმების 18.8 პროცენტი გოლით დაასრულა.
გამოცემამ განსაკუთრებული ყურადღება ირაკლი ეგოიანის ბრწყინვალე თამაშზე გაამახვილა:
ექსელსიორის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანია. მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაა და ამ მომენტისთვის, ჩემპიონატის საუკეთესო მეპასეა. ქართველ ფეხბურთელს 2 გოლიც აქვს გატანილი, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში შვიდი საგოლე მოქმედება მიითვალა. აიაქსის წინააღმდეგ მან ასისტი ზედიზედ მეოთხე საგარეო შეხვედრაში გაიფორმა, ეს კი 21-ე საუკუნეში ექსელსიორის არცერთ მოთამაშეს გაუკეთებია.