ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-7 ტურში აიაქსისა და ექსელსიორის მატჩი (2:2) სკანდალური ეპიზოდითა და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებით დასრულდა.
შეხვედრის 62-ე წუთზე ირაკლი ეგოიანის პასით ექსელსიორი დაწინაურდა (1:2). ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ორ წუთში აიაქსმაც გაიტანა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ მთავარი განხილვის თემა ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საჯარიმოში მომხდარი უხეშობა გახდა.
მსაჯმა აიაქსის კარში 100-პროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში ეგოიანს სახეში ბუცი მოხვდა და სისხლიც წამოუვიდა.
ESPN-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა მომხდარი ღიად შეაფასა:
დიახ, ჩემი გადმოსახედიდან 100%-იანი პენალტი იყო. ვფიქრობ, რომ ფეხი ძალიან მაღლა აწია და სახეში მომხვდა. ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ მან პენალტი არ დანიშნა, ასე რომ, არის ის, რაც არის.