ესპანეთის თასის ფინალის წინ სკანდალური საღამოს შემდეგ მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც დაადასტურა, რომ გუნდი ფინალში ითამაშებს.
"რეალი ადასტურებს, რომ ჩვენს გუნდს არასდროს განუხილავს კოპა დელ რეის ფინალში ართამაში.
ჩვენს კლუბს ესმის, რომ ფინალამდე 24 საათით ადრე მატჩზე დანიშნული მსაჯების გაკეთებული სამწუხარო განცხადებები გლობალური მნიშნველობის სპორტულ ღონისძიებაზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება, ვერ იმოქმედებს.
ასევე კლუბი პატივს სცემს ყველა გულშემატკივარს, რომელიც სევილიაში მატჩზე დასწრებას აპირებს." - წერია კლუბის განცხადებაში.
რეალისა და ბარსელონას მატჩი ესპანეთის თასის ფინალში 26 აპრილს, 23:59 საათზე დაიწყება.
რეალი და მსაჯები - რა მოხდა კოპა დელ რეის ფინალის წინ?