ვოიცეხ შესნის ჰკითხეს, რატომ არ მალავს, რომ სიგარეტს ეწევა.
შესნი: "ისეთი დაცვა გვყავს, შემიძლია თამაშის დროსვე წავიდე და ერთი ღერი მოვწიო"
„იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არ ვარ. ალბათ, სწორედ ამის გამო. უბრალოდ მეკარე ვარ და ჩემი ამოცანა - ბურთების მოგერიება და დაჭერაა. ბევრად მარტივია შენს სიტყვებზე პასუხი აგო, როცა ყოველთვის გულწრფელი ხარ, არასდროს იტყუები და უბრალოდ გახსნილად საუბრობს. თქვენ კითხვას სვამთ - მე ვცდილობ მაქსიმალურად გულწრფელად გიპასუხოთ.
რა თქმა უნდა, არსებობს თემები, რომელთა არიდებასაც ვისურვებდი. მაგალითად ეს, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ. მირჩევნია, ამაზე არაფერი მკითხოთ, იმიტომ რომ არ მინდა, ცუდი მაგალითი ვიყო." - აღნიშნა პოლონელმა მეკარემ.