რონალდ კუმანის აზრით, ბარსელონაში მან კარგად იმუშავა.
- დროის გასვლასთან ერთად, როგორ შეაფასებდით თქვენს ეტაპს ბარსელონაში?
დადებითად. ბევრი მიზეზის გამო საკმაოდ რთული პერიოდი იყო, ბევრი რაღაც აეწყო ამ დროს. ზოგჯერ თავს მარტოსულად ვგრძნობდი, იმიტომ რომ არჩევნების პერიოდში პრეზიდენტიც არ გვყავდა. რთული იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგად ვიმუშავე.
გუნდში რაღაცების შეცვლა შევძელი და ახალგაზრდებს მივეცი შანსი, რომლებიც დღეს ბარსელონაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მაგალითად - პედრის, გავის, ან თუნდაც ბალდეს. ასევე მინგესას, რომელიც ესპანეთის ნაკრებში თამაშობს, ნიკოს, რომელიც სიტის ფეხბურთელია.
კმაყოფილი ვარ იმით, რომ შევძელი და ამ ახალგაზრდა მოთამაშეებს მივეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა." - აღნიშნა კუმანმა.