ბარსელონა რაფინიას ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ ვერ უთანხმდება.
მოქმედი ხელშეკრულება ბრაზილიელს 2027 წელს ეწურება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, ბარსამ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტა, თუმცა მხარების პოზიციები საკვანძო საკითხებში მკვეთრად განსხვავდება.
კერძოდ, ბარსას სურს კონტრაქტი 1+1 სისტემით გახანგრძლივდეს, რათა აირიდოს თავიდან შემთხვევა, სადაც ფეხბურთელები ზედმეტად ხანგრძლივ და დიდ კონტრაქტებს იღებენ. ბრაზილიელს კი ორი ფიქსირებული წლით სურს ხელშეკრულების გაფორმება.
გარდა ამისა, რაფინიას არც შეთავაზებული ხელფასი მოსწონს. ფეხბურთელის აგენტები კლუბისგან შეთავაზების გაუმჯობესებას ითხოვენ, თუ გახანგრძლივება მართლაც სურთ.
ერთადერთი, რაზეც მხარეები თანხმდებიან - რაფინიას გამოსასყიდი თანხაა, რომელიც კონტრაქტში ჩაიწერება. ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ზედმეტად დიდი თანხის ჩაწერა საჭირო არ არის. სავარაუდოდ, რაფინიას გამოსყიდვა 80 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, თუ საბოლოოდ მხარეები ამ კონტრაქტს გააფორმებენ.