რეალი და მსაჯები - რა მოხდა კოპა დელ რეის ფინალის წინ?
16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის თასის ფინალში გასამართი ელ კლასიკოს წინ მადრიდის რეალის გარშემო სკანდალია.
კლუბის ტელევიზია RMTV-ის ეთერში ბოლო დღეებში ფინალის მსაჯის დე ბურგოს ბენგოეჩეას ვიდეო ტრიალებდა, სადაც მისი რეალის საზიანო შეცდომებია ასახული.
ფინალისწინა პრესკონფერენციაზე ბენგოეჩეამ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა, რომ მას სკოლიდან მოსული შვილი ეკითხება თუ რატომ ეძახიან მამამისს ქურდს.
კომენტარი გააკეთა ელ კლასიკოზე დანიშნულმა VAR-ის მსაჯმა პაბლო გონსალეს ფუერტესმაც და თქვა, რომ ისინი ისტორიას დაწერენ მიღებული მკაცრი ზომებით.
პრესკონფერენციაზე მომხდარს მადრიდის რეალის მოთხოვნა მოჰყვა თასის ფინალში მსაჯების შეცვლის თაობაზე, რაზეც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან უარი მიიღო.
ამასთან სამეფო კლუბმა ფინალამდე ყველა აქტივობა გააუქმა: ვარჯიში, პრესკონფერენცია და კლუბების ვახშამი.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში ფინალში თამაშზე უარის თქმაც განიხილებოდა მსაჯების არშეცვლის შემთხვევაში, თუმცა Relevo-ს ცნობით, ამ ქმედებას მკაცრი სანქცია მოჰყვებოდა და რეალი კოპა დელ რეის მომდევნო სეზონში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
საბოლოოდ კი მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გუნდი სამეფო თასის ფინალში ითამაშებს და მატჩზე არგამოცხადება არც განხილულა.
"რეალი ადასტურებს, რომ ჩვენს გუნდს არასდროს განუხილავს კოპა დელ რეის ფინალში ართამაში. ჩვენს კლუბს ესმის, რომ ფინალამდე 24 საათით ადრე მატჩზე დანიშნული მსაჯების გაკეთებული სამწუხარო განცხადებები გლობალური მნიშნველობის სპორტულ ღონისძიებაზე, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება, ვერ იმოქმედებს.
ასევე კლუბი პატივს სცემს ყველა გულშემატკივარს, რომელიც სევილიაში მატჩზე დასწრებას აპირებს." - წერია კლუბის განცხადებაში.
რეალისა და ბარსელონას მატჩი ესპანეთის თასის ფინალში 26 აპრილს, 23:59 საათზე დაიწყება.