• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ემილიანო სალას საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა
ფეხბურთიფეხბურთი

ემილიანო სალას საქმეზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის კომერციულმა სასამართლომ ორშაბათს გამოტანილი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა უელსური კლუბის, კარდიფის მოთხოვნა კომპენსაციის შესახებ, რომელიც ფეხბურთელ ემილიანო სალას გარდაცვალებას ეხებოდა.


ეს გადაწყვეტილება არგენტინელი ფორვარდის დამღუპველი ავიაკატასტროფიდან შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ გამოქვეყნდა.


ხანგრძლივი სამართლებრივი დავის ფარგლებში, კარდიფი ფეხბურთელის ყოფილი გუნდისგან, ნანტისგან 120 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა. მანამდე უელსურმა კლუბმა რამდენიმე სამართლებრივი მარცხი უკვე განიცადა: ფიფას, სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსა (CAS) და შვეიცარიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნანტის სასარგებლოდ იყო გამოტანილი მას შემდეგ, რაც სალა 2019 წლის იანვარში დაიღუპა.


დასავლეთ საფრანგეთის ქალაქის სასამართლომ დაადგინა, რომ ლიგა 1-ის კლუბს ფრენასთან დაკავშირებით ბრალი არ მიუძღვის და კარდიფს რეპუტაციული ზიანი არ მიყენებია. სასამართლომ დასძინა, რომ კარდიფის მოთხოვნებზე სხვა ინსტანციებმა უკვე იმსჯელეს და რომ მორალური ზიანი რეალურად ნანტმა განიცადა. სასამართლომ კარდიფს დააკისრა 300 000 ევროს გადახდა ზიანის ასანაზღაურებლად, რასაც ემატება 180 000 ევრო სასამართლო ხარჯებისთვის.


„სამწუხაროდ, კარდიფი უკვე შვიდი წელია გამალებით გვდევნის და ყოველ ჯერზე ამ ჭრილობას ხელახლა გვიხსნის“, - განაცხადა ნანტის ადვოკატმა, ჟერომ მარსოდონმა. „ამიტომ, ძალიან კმაყოფილები ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებს, რასაც წლებია ვამბობთ. სასამართლომ ეს ხმამაღლა და გარკვევით თქვა და კარდიფს სამაგალითო ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ნანტი არანაირად არ არის პასუხისმგებელი მომხდარ ტრაგედიაზე. მოხარულები ვართ, რომ სასამართლომ ჩვენი არგუმენტები მოისმინა“.


28 წლის სალა კარდიფმა ნანტისგან კლუბისთვის სარეკორდო თანხად, 17 მილიონ ევროდ შეიძინა. გუნდი ამით ცდილობდა პრემიერლიგიდან გავარდნას გადარჩენოდა. თუმცა, ერთძრავიანი Piper Malibu, რომლითაც არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსში მგზავრობდა, გერნსის კუნძულთან ახლოს ზღვაში ჩავარდა. კატასტროფის შედეგად პილოტი დევიდ იბოტსონიც დაიღუპა.


კატასტროფის შემდეგ კარდიფი დაობდა, რომ ტრანსფერის ხელშეკრულება ბოლომდე არ იყო დასრულებული. თუმცა, ფიფამ დაადგინა, რომ საჭირო საერთაშორისო სარეგისტრაციო ფორმები მიღებული ჰქონდათ.


ბიზნესმენი, რომელმაც ფრენა მოაწყო, 2021 წელს თვითმფრინავის უსაფრთხოების საფრთხეში ჩაგდებისთვის დამნაშავედ ცნეს. დევიდ ჰენდერსონმა, რომელიც ფრენის ორგანიზატორი იყო, იბოტსონს სთხოვა თვითმფრინავის მართვა, რადგან თავად შვებულებაში იმყოფებოდა. იბოტსონს, რომელიც რეგულარულად დაფრინავდა ჰენდერსონისთვის, არ ჰქონდა კომერციული პილოტის ლიცენზია ან ღამით ფრენის კვალიფიკაცია, ხოლო Piper Malibu-ს მართვის უფლება ვადაგასული ჰქონდა.


გასულ წელს გამართულ სხდომაზე კარდიფი აცხადებდა, რომ ნანტს პასუხისმგებლობა უნდა აეღო აგენტ უილი მაკკეის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, რომელიც ფრენის ორგანიზებაში ეხმარებოდათ. კარდიფი ამტკიცებდა, რომ ის ნანტის სახელით მოქმედებდა, რასაც ფრანგული კლუბი უარყოფდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მაკკეი მართლაც იყო ნანტის აგენტი, მაგრამ მას ფრენა არ დაუგეგმავს და არც მისი უკანონობის შესახებ იცოდა.


„ძნელი გასაგებია, როგორ მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ უილი მაკკეის ფრენა არ დაუგეგმავს, როცა თავად მან თქვა, რომ ეს გააკეთა“, - განაცხადა კარდიფის ადვოკატმა, სელინ ჯონსმა. „ძნელი გასაგებია ისიც, თუ როგორ მიიჩნია ტრიბუნალმა, რომ მან არ იცოდა ფრენის უკანონობის შესახებ, როცა მან ეს ექვსწუთიანი სატელეფონო ზარით მოაწყო და ფულის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდაზე დათანხმდა“.


ჯონსმა სასამართლოს გარეთ მედიასთან საუბრისას სალას დედასთან, მერსედეს ტაფარელთან ერთად ისაუბრა. „ვფიქრობ, მერსედესის რეაქცია თავად მეტყველებს ყველაფერზე. სამართლიანობა არ აღსრულებულა და ვფიქრობ, ეს ოჯახისთვის ამ ეტაპზე ძალიან რთულია“, - თქვა ჯონსმა. „კარდიფის გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ კლუბმა გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. მან ყველაფერი სცადა სამართლიანობის მისაღწევად, თუმცა ამჯერად წარმატებას ვერ მიაღწია“.


კარდიფი 2018-19 წლების სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა და ამჟამად ინგლისის ფეხბურთის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

საფრანგეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ბევრი ტყუილი დაიწერა", — მბაპე ტრავმირებულ მუხლზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ბევრი ტყუილი დაიწერა", — მბაპე ტრავმირებულ მუხლზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუეს დუბლი - საფრანგეთმა "გადახალისებული" გუნდით კოლუმბიას მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუეს დუბლი - საფრანგეთმა "გადახალისებული" გუნდით კოლუმბიას მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტყვიერი შეთანხმება: რას ითხოვს ზიდანი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტყვიერი შეთანხმება: რას ითხოვს ზიდანი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

24 მარ, 2026

„ბევრი ტყუილი დაიწერა", — მბაპე ტრავმირებულ მუხლზე საუბრობს

News image

29 მარ, 2026

VIDEO: დუეს დუბლი - საფრანგეთმა "გადახალისებული" გუნდით კოლუმბიას მოუგო

News image

23 მარ, 2026

სიტყვიერი შეთანხმება: რას ითხოვს ზიდანი?

News image

26 მარ, 2026

VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება