ენდრიკი რეალიდან იჯარით წავა.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, 19 წლის ბრაზილიელი დიდი ალბათობით კლუბს იანვარში, იჯარის წესით დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბრაზილიელს უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და ამისთვის, სეზონის მეორე ნახევარს იჯარით სხვა კლუბში გაატარებს.
ჯერჯერობით კონკრეტული კლუბები არ სახელდება, თუმცა ფეხბურთელისადმი ინტერესს სოსიედადსა და ხეტაფეს აწერდნენ.
ამ სეზონში ენდრიკს ჯერ რეალის მაისურით არ უთამაშია - უკანასკნელი მატჩი მან 18 მაისს, სევილიასთან (2:0) ჩაატარა.