იუვენტუსის შემტევმა, ქენან ილდიზმა რეალთან დაპირისპირებასა და სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშზე ისაუბრა.
„აღფრთოვანებული ვარ ბერნაბეუზე თამაშით? კი, ეს შესანიშნავია. ყველა ბავშვი ოცნებობს ამ სტადიონზე თამაშზე.
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სტადიონია მსოფლიოში და ახლა აქ თამაში ახლა ოცნების ახდენაა.
უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ასეთ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე ვუპირისპირდებით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და დიდებულ თამაშს ჩავატარებთ.“ - განაცხადა თურქმა ფეხბურთელმა.
მადრიდის რეალისა და ტურინის იუვენტუსის მატჩი 22 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.