ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ჟორჟი სიტისთან, კვარა ლევერკუზენთან - ლიგის მე-3 ტური საინტერესო მატჩებით იხსნება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჟორჟი სიტისთან, კვარა ლევერკუზენთან - ლიგის მე-3 ტური საინტერესო მატჩებით იხსნება

14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართება.


პირველი სათამაშო დღე ბარსელონასა და ოლიმპიაკოსის მატჩით გაიხსნება, რომელიც მონჟუიკზე გაიმართება (20:45).


კატალონიელებს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვთ, ფლიკის გუნდმა პირველ ტურში ნიუკასლი დაამარცხა სენტ ჯეიმს პარკზე, მეორე ტურში კი პსჟ-სთან დამარცხდა. ოლიმპიაკოსის ანგარიშზე კი მხოლოდ 1 ქულაა (პაფოსთან ფრე და არსენალთან მარცხი).


სავარაუდო შემადგენლობები


ბარსელონა - შესნი; რონალდ არაუხო, კუბარსი, ერიკ გარსია, ბალდე; კასადო, პედრი; იამალი, დე იონგი, ფერმინ ლოპესი; რაშფორდი


ოლიმპიაკოსი - ცოლაკისი; ორტეგა, ბიანკონე, რეცოსი, კოშტინია; ჰეცი, დანი გარსია; პოდენსე, ჩიკინიო, ჯელსონ მარტინსი, ელ ქააბი


ბარსელონა-ოლიმპიაკოსის პარალელურად ყაზახეთში კაირათისა და პაფოსის მატჩი გაიმართება.


23:00 საათზე კი ერთბაშად რამდენიმე მატჩისკენ იქნება მაყურებლის ყურადღება მიმართული.


ქართველებისთვის სიანტერესო ორი შეხვედრა იქნება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, პსჟ გერმანიას ეწვევა და ლევერკუზენს დაუპირისპირდება.


ენრიკეს გუნდი ატალანტასა და ბარსელონას დამარცხების შემდეგ შეეცდება ლიგაზე მოგებათა სერია გააგრძელოს, ლევერკუზენი კი კოპენჰაგენთან და პსვ-სთან ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ, პირველი 3 ქულის მოპოვებისთვის ითამაშებს.


ხვიჩა კვარაცხელია ატალანტასთან გოლის შემდეგ, შეეცდება ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანოს.


სავარაუდო შემადგენლობები


ლევერკუზენი - ფლეკენი; ანდრიხი, ბადე, ტაპსობა; ვასკესი, ფერნანდესი, გარსია, გრიმალდო; პოკუ, ეჩევერი; კოფანე


პსჟ - შევალიე; ჰაკიმი, ზაბარნი, პაჩო, ნუნუ მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი; კვარაცხელია, გონსალუ რამოში, ბარკოლა


საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ ვილიარელსა და მანჩესტერ სიტის შორის, სადაც გიორგი მიქაუტაძე პეპ გვარდიოლას გუნდს დაუპირისპირდება.


სიტიმ პირველ ტურში ნაპოლი დაამარცხა, მეორე ტურში კი მონაკოსთან ფრედ ითამაშა, რაც შეეხება მარსელინოს გუნდს, ესპანელებმა სეზონი ტოტენჰემთან მარცხით გახსნეს, იუვენტუსთან კი სახლში ფრედ ითამაშეს.


გიორგი მიქაუტაძემ წინა ტურში ტურინელთა კარი აიღო, ახლა კი ჯანლუიჯი დონარუმას დამწუხრებას შეეცდება.


სავარაუდო შემადგენლობები 


ვილიარეალი - ლუის ჟუნიორი; მოურინიო, რაფა მარინი, ვეიგა, კარდონა; ბუკანანი, გეიე, კომესანია, მოლეირო; პეპე, მიქაუტაძე


სიტი - დონარუმა; ლუისი, სტოუნსი, დიაში, გვარდიოლი; გონსალესი; ბობი, ბერნარდუ სილვა, რეინდერსი, დოკუ; ჰალანდი


კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ლონდონში გაიმართება, სადაც არსენალი მადრიდის ატლეტიკოს იხილავს. მიკელ არტეტასა და დიეგო სიმეონეს დაპირისპირება ნამდვილად საინტერესო აფიშაა.


არსენალი ატლეტიკისა და ოლიმპიაკოსის დამარცხების შემდეგ ლიდერთა შორისაა, ატლეტიკომ კი ლივერპულთან ენფილდზე 3-2 წააგო, აინტრახტი კი 5-1 გაანადგურა.


სავარაუდო შემადგენლობები


არსენალი - რაია; უაითი, სალიბა, გაბრიელი, ლუის-სკელი, მერინო, სუბიმენდი, რაისი; საკა, გიოკერესი, მარტინელი


ატლეტიკო - ობლაკი; ლიორენტე, ლე ნორმანი, ხიმენესი, ჰანცკო; სიმეონე, გალაჰერი, კოკე, ბარიოში; ალვარესი, სორლოტი


20:45


ბარსელონა - ოლიმპიაკოსი

კაირათი - პაფოსი


23:00


არსენალი - ატლეტიკო

ლევერკუზენი - პსჟ

კოპენჰაგენი - დორტმუნდი

ნიუკასლი - ბენფიკა

პსვ - ნაპოლი

როიალ უნიონი - ინტერი

ვილიარეალი - მანჩესტერ სიტი

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პრევიუ
ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ილდიზი: "ბერნაბეუზე თამაში? ყველა ბავშვი ოცნებობს იქ თამაშზე"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ილდიზი: "ბერნაბეუზე თამაში? ყველა ბავშვი ოცნებობს იქ თამაშზე"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"პერესმა მითხრა ლამაზია, მაგრამ ერთი აკლიაო", - ანჩელოტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"პერესმა მითხრა ლამაზია, მაგრამ ერთი აკლიაო", - ანჩელოტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "ჩემთვის არსენალი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "ჩემთვის არსენალი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

ილდიზი: "ბერნაბეუზე თამაში? ყველა ბავშვი ოცნებობს იქ თამაშზე"

News image

14 ოქტ, 2025

"6-ჯერ მაინც მექნება ნანახი, სრულყოფილებაა" - ზიდანმა საყვარელი მატჩი დაასახელა

News image

14 ოქტ, 2025

"პერესმა მითხრა ლამაზია, მაგრამ ერთი აკლიაო", - ანჩელოტი

News image

24 სთ წინ

არტეტა: "ჩემთვის არსენალი მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია"