დავიდ ალაბა ტრავმის გამო 26 ოქტომბრის ელ კლასიკოს გამოტოვებს.
რეალის ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა ტრავმა ხეტაფესთან გასულ უიქენდზე მიიღო, როცა მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში მოედანზე ვეღარ გამოვიდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ალაბას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და უდიდესი ალბათობით, მოახლოვებულ ელ კლასიკოში განაცხადში მოხვედრას ვერ მოახერხებს.
ამ ეტაპზე რეალს 6 ტრავმირებული მცველი ჰყავს - კლასიკოს დანამდბილებით გამოტოვებენ ფერლან მენდი და ანტონიო რუდიგერი. ასევე, დაზიანებების გამო საეჭვოა დანი კარვახალის, ტრენტ ალექსანდრ არნოლდისა და დინ ჰაუსენის მონაწილეობაც.
თუ ჩამოთვლილთაგან ვერცერთმა ფეხბურთელმა კლასიკოში მონაწილეობა ვერ მიიღო, დიდი ალბათობით ჩაბი ალონსო დაცვის ცენტრში რაულ ასენსიოს და ედერ მილიტაოს დუეტს დააყენებს.
კლასიკოს 26 ოქტომბერს სანტიაგო ბერნაბეუ თბილისის დროით 19:15 საათზე უმასპინძლებს.