პირველი წრის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგა 2-ს საგარეჯოს გარეჯი 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
თენგიზ კობიაშვილის გუნდმა საწყის 9 ტურში 20 ქულა მოაგროვა, რაც დიდწილად დაცვაში წარმატებული თამაშით აიხსნება - კახელებს 4 გოლი აქვთ გაშვებული, 10 თავად გაიტანეს და გამოდის, რომ ყოველი 1 გოლი 2 ქულის მომტანია.
საგარეჯოელთა შემდეგ ცხრილში სიმჭიდროვეა - მე-2 და მე-6 ადგილებს შორის დაშორება 4 ქულაა, ჩემპიონატის მოულოდნელ ბოლოადგილოსან სამტრედიას კი 7 ქულა აქვს და გადმოსასვლელ საპლეიოფო ზონას ისიც კი მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 20 ქულა;
2. მერანი (მარტვილი) - 15 ქულა;
3. შტურმი (სართიჭალა) - 14 ქულა;
4. თელავი (თელავი) - 13 ქულა;
5. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 12 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 11 ქულა;
7. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 10 ქულა;
8. ბოლნისი (ბოლნისი) - 10 ქულა;
9. გორი (გორი) - 8 ქულა;
10. სამტრედია (სამტრედია) - 7 ქულა.
ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ოდიშის გამოცდილი შემტევი, ოთარ კვერნაძეა საუკეთესო - 6 გოლი, მის შემდეგ კი 4-4 გოლით სამი ფეხბურთელია: გრემ მეტუკი (კოლხეთი 1913), ჯავოხირ ესონკულოვი (მერანი) და ლუკა გოგიტაძე (შტურმი).
ეროვნული ლიგის მსგავსად, ლიგა 2-შიც სათამაშო კიდევ 3 წრეა (ჯამში 27 ტური), რის შემდეგაც პირველადგილოსანი უმაღლესში პირდაპირ გადავა, ხოლო მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები საგზურს ეროვნული ლიგის მერვე-მეცხრე ადგილოსანთან საპლეიოფო მატჩებში გაითამაშებენ.