საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა - გალათასარაისთან ორმაგი დუბლი შეასრულა და MVP გახდა.
სუპერ ლიგის 28-ე ტურში, რიდის ტრაბზონსპორმა სტამბოლურ გუნდს შინ 10-ქულიანი სხვაობით აჯობა და სეზონში მე-18 გამარჯვება მოიპოვა - მე-6 ადგილზეა და პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.
მარკისმა პარკეტზე 33:37 წუთი გაატარა - 17 ქულა, 6 მოხსნა, 12 ასისტი. ქულებსა და ასისტებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, მოხსნებში კი მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ორმა კალათბურთელმა დააფიქსირა - ფაბიან უაითმა (8) და მუჰსინ იასარმა (7).
ზოგადად, მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და ამჟამად საოცარ ფორმაშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 8 ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს: ქარშიაქასთან - 24 ქულა; მანისასთან - 34 ქულა; ბეშიქთაშთან - 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან - 14 ქულა; ტოფასთან - 22 ქულა; პეტკიმ სპორთან - 30 ქულა; ფენერბაჰჩესთან - 31 ქულა; გალათასარაისთან - 17 ქულა.
MVP-ის სტატუსი ფენერბაჰჩესთან - რიდმა ევროლიგის ჩემპიონს 30+ ქულა ჩაუგდო