გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგის ძირითად შემადგენლობაში 5 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა და იმავე მეტოქესთან, რომელთანაც მაშინ.
ლიგა პორტუგალის 31-ე ტურში, ლისაბონური გრანდი ბოლოადგილოსან და უკვე ოფიციალურად გავარდნილ ავეშს ესტუმრა და ვერ მოიგო - 1:1.
ქოჩორაშვილმა თამაში ძირითადში დაიწყო, რაც ბოლოს 5 თებერვალს, ასევე ავეშთან მატჩისას მოხდა - მას შემდეგ ტრავმა ჰქონდა, დაბრუნების შემდეგ კი წუთიც არ ჰქონდა ნათამაშები.
ყველა ტურნირის ეგიდით, ქართველ ნახევარმცველს 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამ ვერმოგებით, სპორტინგმა საჩემპიონო შანსები ფაქტობრივად გაინულა, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-2 ადგილზე გასვლის უპირატესობაც ბენფიკას გადააბარა - თანაბარი ქულების შემთხვევაში, უფრო მაღალ პოზიციას ჟოზე მოურინიოს გუნდი დაიკავებს, რადგან ლომებს ურთიერთშეხვედრებში ჯობნის.
ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო ტურში, 29 აპრილს, ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ტონდელას უმასპინძლებს.