VIDEO: სეზონში პირველი ასისტი - აზაროვის შახტარი ჩემპიონობას უახლოვდება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი აზაროვმა უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის 25-ე ტურში, ლიდერმა შახტარმა ლიგაში დასარჩენად მებრძოლ კუდრივკას სტუმრად 3:1 მოუგო, მე-3 გოლისას კი ასისტი ქართველმა მარცხენა მცველმა შეასრულა.
აზაროვმა დონეცკელთა ძირითადში 5 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა, ჯამში მიმდინარე პრემიერ ლიგაში მე-9 თამაში ჩაატარა და აქტივში სწორედ ეს 1 საგოლე გადაცემა აქვს.
შახტარმა 60 ქულა მოაგროვა, მისმა უახლოესმა მდევარმა ლნზ ჩერკასიმ კი ვერ მოიგო და სხვაობა 8 ქულამდე გაიზარდა. გუნდი მე-16 ჩემპიონობას უახლოვდება - დინამო კიევს 17 ტიტული აქვს.
დონბასელები კონფერენს ლიგის 1/2 ფინალური მატჩისთვის ემზადებიან - 30 აპრილს, ხუთშაბათს, კრისტალ პალასთან საშინაო მატჩი აქვთ. შემდეგ ჩემპიონატში დინამო კიევს ესტუმრებიან - 3 მაისს.