ერთ მატჩში ჩაგდებული ქულები - შენგელია ყველა დროის ხუთეულში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ნაკრებთან შესაძლო 45 წუთიდან მოედანზე 44 წუთი და 31 წამი გაატარა.
მან 24-დან 13 სროლა გამოიყენა და 37 ქულა დააგროვა, მათ შორის სამქულიანი ხაზიდან 11-დან 6 ზუსტად ისროლა. თორნიკემ ასევე 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა.
შენგელიას შეჩერება ვერც ერთმა დაცვითმა სქემამ ვერ შეძლო, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩუს მატეო მის წინააღმდეგ იყენებდა.
37 ქულით შენგელიამ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელიც ჯორდან ლოიდს ეკუთვნის.
ამასთან, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში ერთ მატჩში თორნიკეზე მეტი ქულა მხოლოდ დენის შრიოდერსა (38) და იანის ანტეტოკუნმპოს (40) აქვთ ჩაგდებული.
1. იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი) vs სერბეთი (2022 წელი) - 40 ქულა
2. დენის შრიოდერი (გერმანია) vs პოლონეთი (2022 წელი) - 38 ქულა
3. ჯორდან ლოიდი (პოლონეთი) vs ლატვია (2026 წელი) - 37 ქულა
3. თოკო შენგელია (საქართველო) vs ესპანეთი (2026 წელი) - 37 ქულა
5. მაიკლ დიქსონი (საქართველო) vs სერბეთი (2017 წელი) - 36 ქულა