ჯანლუიჯი ბუფონმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზიდანის თავით დარტყმა გაიხსენა.
„მე დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით ვიდექი და მკვეთრი დარტყმის ხმა გავიგონე. თუ ის ამას ნებისმიერ სხვა ადამიანს გაუკეთებდა, ის ადამიანი უგონოდ დაეცემოდა.
გვერდით მსაჯს ეს არ დაუნახავს. ერთადერთი მოწმე მე ვიყავი. ამიტომ სწრაფად მივედი მთავარ მსაჯთან და მის ასისტენტთან, რომ მათი ყურადღება მიმექცია.
მატერაცი მიწაზე იწვა. ზიდანი უძრავად იდგა, მე ვაპროტესტებდი და თამაში შეჩერდა.
მე განადგურებული ვიყავი და ერთმანეთისგან წინააღმდეგობრივი ემოციები მქონდა. ვიცოდი, რომ ეს ზიდანის ბოლო მატჩი იყო და რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ელეგანტური მოთამაშეა. გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ ყველაფერი ასე დასრულდა მისთვის.
ჩვენ ამაზე არასდროს გვილაპარაკია. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული.
არასდროს მინდოდა ამ თემის წამოწევა პატივისცემის გამო. ის ჩემპიონია, რომელმაც ყველაფერი მოიგო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიღრმეში ეს ყოველთვის მტკივნეული მომენტი იქნება მისთვის, და სწორედ ამიტომ არ მინდოდა ამის გახსენება.“ - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა The Guardian-თან.