"ეს კრიტიკის მიმართ ჩემი პასუხი არაა" - მაჰრეზი სუდანთან დუბლის შემდეგ
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რიად მაჰრეზმა აფრიკის თასის 2025 წლის ტურნირი სუდანთან შესრულებული დუბლით გახსნა. მისმა ნაკრებმა 3:0 მოიგო, თავად კი თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
"ეს არაა ჩემი პასუხი იმ კრიტიკის მიმართ, რაც ბოლო პერიოდში შემხვდა. მხოლოდ ფეხბურთსა და საკუთარ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.
ყველა ჩვენგანი ვეცადეთ მოედანზე ზედმეტი ფიქრების გარეშე გამოვსულიყავით, მოგვეგო და ჯგუფის დარჩენილი მატჩები გაგვეადვილებინა.
ამიერიდან გუნდის ფოკუსი გადადის ბურკინა ფასოსთან შეხვედრაზე. გვჭირდება, რომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მეტად სტაბილურები ვიყოთ", - თქვა მაჰრეზმა.
რიად მაჰრეზი ამიერიდან აფრიკის თასზე ალჟირის ყველა დროის ბომბარდირია - 8 გოლი მოაგროვა და ლახდარ ბელუმის (6 გოლი) გადაასწრო.
რაც შეეხება ალჟირელთა ყველა დროის ბომბარდირებს, რიადს უკვე 36 გოლი აქვს, აბდელჰაფიდ ტასფაუტს გაუთანაბრდა და მხოლოდ 45-გოლიან ისლამ სლიმანის ჩამორჩება.
საერთოდ, 34 წლის ვარსკვლავი ბოლო სანაკრებო შეხვედრებს შედეგიანად ატარებს - ბოლო 4 თამაშში 4 გოლი და 2 ასისტი აქვს, ამ სერიამდე ანალოგიური შედეგის მისაღწევად 19 შეხვედრა დასჭირდა.
ალჟირისა და ბურკინა ფასოს მე-2 ტურის მატჩი 28 დეკემბერს, რაბატში გაიმართება.