VIDEO: დიალოს გოლით - მოქმედმა ჩემპიონმა აფრიკის თასი გამარჯვებით გახსნა
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის მოქმედმა ჩემპიონმა, კოტ დ'ივუარის ნაკრებმა 2025 წლის გათამაშება, ქალაქ მარაკეშში, მოზამბიკთან გამარჯვებით დაიწყო - 1:0.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 49-ე წუთზე, ფრანკ კესის გადაცემის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის ამად დიალომ დაბალ კუთხეში შედეგიანად დაარტყა.
შედეგად, 2023 წლის ტრიუმფატორმა სპილოებმა ტურნირზე ზედიზედ მე-8 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარეს, ხოლო მოზამბიკი კვლავ მოგების გარეშეა - მე-6 აფრიკის თასზე მონაწილეობენ, მე-16 შეხვედრა გამართეს და ჯერ გამარჯვება არ აქვთ.
კოტ დ'ივუარელები, რომლებსაც აფრიკის თასი 3-ჯერ აქვთ მოგებული, მე-2 ტურში 5-გზის ჩემპიონ კამერუნს შეხვდებიან.
თავის მხრივ, კამერუნელებმა გახსნითი მატჩი პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაბონთან გამართეს და მეტოქეს ასევე 1:0 მოუგეს.