VIDEO: მაჰრეზის დუბლი - ალჟირმა აფრიკის თასი სუდანთან მოგებით დაიწყო
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის პირველ ტურში ალჟირი სუდანს დაუპირისპირდა და 3-0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე ალჟირი რიად მაჰრეზმა დააწინაურა.
39-ე წუთზე სუდანელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ადილ სალაჰელდინმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა.
61-ე წუთზე რიად მაჰრეზმა დუბლი შეასრულა და ალჟირელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 85-ე წუთზე კი მატჩს წერტილი იბრაჰიმ მაზამ დაუსვა და საბოლოო ანგარიში (3-0) დააფიქსირა.
E ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ ალჟირი და ბურკინა ფასო 3-3 ქულით ლიდერობენ. ამ უკანასკნელმა ეკვატორულ გვინეას მოუგო 2-1. მომდევნო ტურში ალჟირი სწორედ ბურკინა ფასოს დაუპირისპირდება. მატჩი 28 დეკემბერს გაიმართება.