არმან ცარუკიანი გულწრფელად შეშფოთებული იყო იმით, რაც შაბათს ღამით Brand Risk 14-ის ივენთზე საკუთარი თვალით ნახა. UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის მიერ ორგანიზებულ საბრძოლო ხელოვნების შოუზე კომენტატორის როლში იმყოფებოდა.
ტურნირზე ერთმანეთს ჯერემი სმიტი და რაიდერ უორბრიკი დაუპირისპირდნენ. სმიტმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ ბრძოლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ორივე მებრძოლი ჯუჯის სინდრომით იყო დაბადებული.
როდესაც მებრძოლები ოქტაგონისკენ მიემართებოდნენ, არმან ცარუკიანმა ედინ როსს კითხვით მიმართა:
„მათი ჩხუბი ლეგალურია?“
„კი, ლეგალურია. რა თქმა უნდა,“ - უპასუხა როსიმ.
ცარუკიანმა კი შეშფოთებით დაამატა: „უბრალოდ არ მინდა, რომ მათ რაიმე დაუშავდეთ და ტრავმა მიიღონ“. მის ამ სიტყვებზე გარშემომყოფებს გაეცინათ. საბედნიეროდ, ბრძოლამ ყოველგვარი დაზიანებების გარეშე ჩაიარა, ხოლო სმიტისა და უორბრიკის მიერ ოქტაგონზე ნაჩვენებმა უნარებმა ცარუკიანზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.