ფაბიან რუისი აცხადებს, რომ ოქროს ბურთის მოგება მისთვის ოცნება და დიდი პატივი იქნებოდა, განსაკუთრებით კლუბსა და ნაკრებში ტიტულებით დატვირთული 2025/26 წლების სეზონის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ფაბიანმა გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მან როგორც პარი სენ-ჟერმენთან, ისე ესპანეთის ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია.
გასული ერთი წლის განმავლობაში ფრანგულ კლუბთან ერთად მან მოიგო ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა, 2025 წლის საფრანგეთის სუპერთასი, ასევე 2025 და 2026 წლების უეფას სუპერთასები.
ამ ზაფხულს კი მან ესპანეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ფაბიანმა ტურნირზე ესპანეთის რვავე შეხვედრაში ითამაშა, მათგან 4 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა.
კითხვაზე, რას იგრძნობდა ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში, ფაბიანმა აღნიშნა, რომ ეს მისთვის კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნებოდა.
„ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა“, - განუცხადა ფაბიანმა Telefoot-ს.
„ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად გაფასებენ იმ შრომისთვის, რომელიც ამ სეზონში ან ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში გასწიე. სიმართლე ისაა, რომ გამიმართლა და ბევრი გუნდური ტიტული მოვიგე, ინდივიდუალური კი - ცოტა.
რატომ არ უნდა ვიოცნებო, რომ ამ ტიტულის მოგებას მაქსიმალურად მივუახლოვდე? ეს რაღაც განსაკუთრებული და უდიდესი პატივი იქნებოდა, მქონდეს შესაძლებლობა, ოქროს ბურთი აღვმართო.
გასულ სეზონში ფაბიანმა პარი სენ-ჟერმენის მაისურით ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ესპანელმა ნახევარმცველმა ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან ახალი კონტრაქტიც გააფორმა, რომელიც 2028 წლის ივნისამდე იმოქმედებს.