ესპანეთის ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარი თქვას.
როგორც გამოცემა UNH Plus იტყობინება, ესპანეთის მთავრობა იმუქრება, რომ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვებს სათამაშოდ, თუ ტურნირზე ისრაელი იქნება დაშვებული.
ესპანელებს სჯერათ, რომ ისრაელიც იმსახურებს სპორტულ სანქციებს, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა.
2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, ჰამასის თავდასხმისა და მასშტაბური ომის დაწყების მერე, კონფლიქტი თითქმის უწყვეტად გრძელდება. ისრაელმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები ღაზაში, რასაც მოჰყვა მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი – ათასობით დაღუპული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და მილიონობით დევნილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უეფას და ფიფას მიერ უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების გამო, 2022 წლიდან არის დისკვალიფიცირებული.