UFC-ის სამყაროში ვნებათაღელვა არ ცხრება!
მსუბუქი წონის ბრიტანელმა ვარსკვლავმა, პედი პიმბლეტმა ჯო როგანთან ინტერვიუში ამავე წონის ყოფილ ჩემპიონზე, ილია თოფურიაზე ვრცლად და საკმაოდ პროვოკაციულად ისაუბრა.
ბრიტანელმა მებრძოლმა მთავარი აქცენტი ილიას წარმოშობაზე გააკეთა და მოუწოდა, რომ ჩამოყალიბდეს. პიმბლეტის თქმით, თოფურია ერთდროულად ქართველი, ესპანელი და გერმანელი ვერ იქნება და სამივე ქვეყანაში გულშემატკივრების ხელოვნურად გაჩენას არ უნდა ცდილობდეს.
ამასთან, პიმბლეტი ამტკიცებს, რომ ჯასტინ გეიჯისთან წაგების შემდეგ, ესპანეთში თოფურიას მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ზურგი შეაქციეს.
"თუ ვიჩხუბებთ და ისევ წააგებს, საერთოდ გულშემატკივარი აღარ ეყოლება", - განაცხადა ბრიტანელმა.
მისივე მტკიცებით, ილიამ პოპულარობა სწორედ მისი სახელის ხარჯზე, ძალიან სწრაფად მოიპოვა, რადგან სოციალურ ქსელში მიმოწერისას პედიმ საერთოდ არ იცოდა, თუ ვინ იყო ის, სანამ პრესკონფერენციაზე არ შეხვდნენ.