ოქტომბრის მატჩების შემდეგ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა.
საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩის წაგების გამო ორი პოზიცია დათმო და 68-დან 70-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
ოქტომბრამდე ჩვენი ნაკრების ჩათვლაში 1377.32 ქულა იყო, ახლა კი 1365.92-ია. შედეგად, რეიტინგში გადაგვასწრო იამაიკამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ.
პირველ ათეულში რამდენიმე ცვლილებაა - მეორე ადგილზე საფრანგეთი არგენტინამ ჩაანაცვლა, ნიდერლანდებმა (6) და ბრაზილიამ (7) კი ადგილები გაცვალეს.
ათეულში დაბრუნდა გერმანია, რომელიც აქამდე მე-12 ადგილს იკავებდა, ახლა კი 10-ზე ავიდა. ასევე, ერთი პოზიციით დაწინაურდა იტალიაც - 10-დან 9-ზე.