VIDEO: 2 ასისტი გააკეთა - ტაბატაძის მაგარი მატჩი ესპანეთის თასზე
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კადისის შემტევმა, იური ტაბატაძემ, ესპანეთის სამეფო თასის 1/64 ფინალურ ეტაპზე, მურსიასთან მატჩისას 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა გუნდმა მურსიას ბარიერი 3:1-ით დასძლია და შემდეგ რაუნდში გავიდა.
ქართველი ფეხბურთელი ანდალუსიელთა ძირითადში იყო და ასისტი პირველსავე წუთზე შეასრულა, როცა მეკარის შეცდომით ისარგებლა და როხერ მარტის ხელსაყრელ პოზიციაში გადააწოდა.
69-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ტაბატაძემ ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მის პასს ისევ მარტი გამოეხმაურა და თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა - 2:1.
კადისმა დარჩენილ დროში კიდევ ერთი გოლი შეაგდო, ოღონდ, იმ დროისთვის ტაბატაძე უკვე მოედნიდან გასული იყო - 76 წუთი ითამაშა.
იურისთვის ესპანურ კარიერაში პირველი საგოლე პასებია, აქამდე მხოლოდ გოლები გაჰქონდა - ლა ლიგა 2-ში 4 გოლი აქვს.
კადისის შემდეგი მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა.
ქართველის გუნდი მომდევნო თამაშს 2 ნოემბერს, ლა ლიგა 2-ის ეგიდით, ანდორას წინააღმდეგ სტუმრად ითამაშებს.